GE

ბათუმის 28-ე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – COVID-19 მასწავლებელსა და მოსწავლეებს დაუდასტურდათ

დღეიდან ბათუმის 28-ე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

ვირუსი დაწყებითი კლასის პედაგოგს და ასევე ორ მოსწავლეს დაუდასტურდა და თავდაპირველად მხოლოდ სადამრიგებლო კლასის გადასვლა განიხილებოდა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა სავარაუდოდ, სკოლა სრულად 2 კვირით დაიხურება.

28-ე სკოლა მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და ურეხის უბანში მდებარეობს.

გარდა ამისა, დღეიდან 26 აპრილის ჩათვლით, ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას ბათუმის მეორე საჯარო სკოლაც. აქ ვირუსი ერთი კლასის 9 მოსწავლეს დაუდასტურდა.

აჭარაში სულ 11 სკოლა დაიხურა. 15-მდე კლასი სხვადასხვა სკოლაში სწავლას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს. აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში პანდემიის მესამე ტალღა დაიწყო და მისივე თქმით კარგია, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ არდადეგები გამოცხადდა და მოსახლეობა რეგიონებში დარჩება.

4-11 მაისს გამოცხადებულ უქმე დღეებში ბაგა-ბაღებიც დაისვენებენ

„4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც შეეხებათ“ – განმარტება სამთავრობო ხაზისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური