GE

ბათუმის სკოლაში 9 ბავშვი მოიწამლა

ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეების მდგომარეობა, რომლებიც ინტოქსიკაციის ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, ამ ეტაპზე სტაბილურია, ბავშვები კლინიკიდან გაწერეს.

სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ სკოლის 9 მოსწავლეს ღებინება და გულისრევა აღენიშნებოდათ და ამბობდნენ რომ შეღებილი კვერცხი ჭამეს.

„17:00 საათზე ერთმა სასწრაფო მანქანამ ექვსი ბავშვი მოიყვანა, ცოტა ხნის შედეგ კი, მეორე სასწრაფო მანქანამ დამატებით კიდევ სამი. ყველა მათგანი ერთი კლასის მოსწავლეა. ამბობენ, რომ არაფერი უჭამიათ, გარდა შეღებილი კვერცხისა. ბავშვები მდგომარეობა არ არის რთული,ყველა ერთი კლასის მოსწავლეა. ამბობენ რომ არაფერი უჭამიათ, გარდა შეღებილი კვერცხისა. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია”- განაცხადა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ჯემალ დუმბაძემ.

სკოლის დირექტორის თქმით, სასწავლო დაწესებულებაში კვების ობიექტი არ არის, ამიტომ მოსწავლეებმა სავარაუდოდ სახლიდან წარებული პროდუქტი მიირთვეს.

„სკოლაში ბუფეტი არ არის, შესაბამისად, ბავშვებს ადგილზე არაფერი უყიდიათ. მათ სახლიდან წამოიღეს სააღდგომო კვერცხები და პასკა, თუმცა ვერც ამას დავაბრალებ. რადგან კლასში 25 ბავშვია და ყველამ მიირთვა. საავადმყოფოში კი 9 აღმოჩნდა და მათგან ორს საერთოდ არ უჭამია“, – განმარტა მე-18 სკოლის დირექტორმა რუსუდან დავითაძემ.

ბავშვები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ფაქტზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდოლოგიურმა განყოფილებამ დაიწყო კვლევა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური