GE

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროებისთვის საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროების გამო, საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერდა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა პოლიცია მიმართა და ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა “ბათუმელები” წერს. სტუდენტი მედიასაშუალბას ესაუბრა, სადაც ის ამბობს, რომ ერთ-ერთი ლექტორი მას სოციალური ქსელით “თამამი ფოტოების” გაგზავნას სთხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინიტროში უკვე მიმდინარეობს გამოძიება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის მიერ სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროების საქმეზე. პოლიცია საქმეს 150-ე მუხლით იძიებს, რაც იძულებას გულისხმობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური