GE
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსი მოსწალეს დაუდასტურდა. კლასი, რომლეშიც ინფიცირებული მოსწავლე სწავლობდა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამავე სკოლაში დისტანციურად სწავლას კიდევ ერთი კლასი განაგრძობს, ხოლო ასევე ერთი კლასი ორკვირიანი ონლაინ ფორმატის შემდეგ ისევ საკლასო ოთახს დაუბრუნდა.

ცალკეული შემთხვევების დაფიქსირების გამო ბათუმში დღესდღეისობით სულ 12 კლასია დისტანციურ სწავლებაზე.

სრულად დაიხურა კერძო სკოლა “მასტერკლასი” და მე-14 საჯარო სკოლა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ანუკი წიწილაშივილი Aris.ge-განათლების ჟურნალისტი