GE

„ბავშვი იყო დათრგუნული, აღენიშნებოდა დეპრესიის ნიშნები“ – ბულინგი ონლაინ სწავლებისას, რა დროსაც მასწავლებელი უძლურია

დაცინვა, ხმის გათიშვა და გაკვეთილიდან გაგდება – ეს ის ქმედებებია, რომელსაც ონლაინ სწავლების დროს მოსწავლეები ერთმანეთის მიმართ ახორციელებენ და მასწავლებელს ბულინგის მსხვერპლის მიმართ რაიმე დამცავი ღონისძიების გატარება არ შეუძლია – ამის შესახებ პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის, „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“, ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც კომიტეტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გასული წლის ბოლოს წარუდგინა.

არსებითი პრობლემები, რომელმაც პანდემიისას მოსწავლეთა სწავლაზე ნაკლებხელმისაწვდომობა გამოიწვია – რას უყვება განათლების კომიტეტი ჩხენკელის უწყებას

„გადახედვას საჭიროებს ე.წ. ბუკების უსასყიდლოდ დარიგება პირველკლასელებისთვის“ – განათლების კომიტეტის 4 რეკომენდაცია სამინისტროს პანდემიის კვალდაკვალ

კოვიდპანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლების რეჟიმის ნეგატიურ ეფექტებს შორის კიბერბულინგიც შედის, რაზეც დირექტორები, მასწავლებელლები და მშობლები ალაპარაკდნენ. კომიტეტის მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ მოსწავლეები ერთმანეთის ბულინგს დისტანციურ რეჟიმზე ყოფნისასაც ახორციელებენ.

ანგარიშში, მშობელი გორის რაიონიდან ყვება, რომ რომ მის შვილს თანაკლასელები გამუდმებით „აგდებდნენ“ teams-ის პროგრამიდან, რასაც ბავშვი ძალიან განიცდიდა. „მე-3 კლასის მოსწავლე სამი თვის განმავლობაში იყო დათრგუნული, აღენიშნებოდა დეპრესიის ნიშნები. სასწავლო წელი ისე დასრულდა, პედაგოგმა ვერ შეძლო დამცავი ღონისძიებების გატარება“, – წერია ანგარიშში.

ეს შემთხვევა, სამწუხაროდ ერთადერთი არ არის. მოკვლევით დასტურდება, რომ მოსწავლეების 16 %-ს იშვიათად, მაგრამ მათაც განუცდიათ „დაცინვა, ხმის გათიშვა და გაკვეთილიდან გაგდება“. მოსწავლეების 5% ადასტურებს, რომ მათ მიმართ ასეთ ქცევას ხშირად აწყდებოდა. თითქმის ყოველდღიური ბულინგის მსხვერპლი იყო მოსწავლეების 2%.

კვლევის თანახმად, აღნიშნულ ქმედებებს უფრო მეტად ადგილი ჰქონდა საჯარო სკოლაში (24%), ვიდრე კერძო სკოლაში (12%). ბულინგის ასეთი ფორმების არსებობას უფრო მეტად უჩივიან დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები (24%), ვიდრე საშუალო საფეხურის მოსწავლეები (16%).

დირექტორების ნაწილი განათლების კომიტეტთან ყვება, რომ მოსწავლეები გამორჩეული ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ სკოლას, მეორე ნაწილი კი ახსენებს მოსწავლეებში გაუცხოებას, ქცევით დარღვევებს, სკოლაში დაბრუნების სურვილის არქონას, „ჰიპერაქტიურობას“, „ჯგუფში ქცევის ნორმების ნაწილობრივ უგულვებელყოფას“, „მოსწავლეები ძნელად ეგუებოდნენ სასკოლო რეჟიმს, მასწავლებელთა მოთხოვნებს ნაკლებად ემორჩილებიან, ერთმანეთს ნაკლებად იტანენ“, „იყო ხშირი გაცდენები“…

ასევე იხილეთ:

„2022 წელი არ შეიძლება იყოს შეწყვეტილი სწავლის კიდევ ერთი წელი“ – UNICEF-ის ხელმძღვანელის გაფრთხილება მთავრობებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური