GE

ბავშვის აყვანის მსურველები სავალდებულო მოსამზადებელ კურსს გაივლიან – ცვლილება კანონში

ბავშვის შვილად აყვანის და ასევე მინდობით აღზრდის მსურველებს, შესაბამისი სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებაში ვკითხულობთ.

ბრძანებების თანახმად, ცვლილება განხორციელდა როგორც შვილად აყვანის, ასევე მინდობით აღზრდის წესში.

როგორც დოკუმენტებში ვკითხულობთ, 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში აღრიცხვაზე მყოფმა მშვილებელმა, სავალდებულო მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს და შესაბამისი სერტიფიკატი 2022 წლის 1-ლ იანვრამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს უნდა წარუდგინოს.

ასევე 2018 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირებულმა მინდობით აღზრდის მსურველებმა 2022 წლის 1 იანვრამდე, უნდა გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსი და შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური