GE

ბავშვთა სახლებიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდებისთვის კვების ვაუჩერის ოდენობა განისაზღვრა

საქართველოს მთავრობამ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შეიტანა“.  ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, ცვლილებები,  სახელმწიფო პროგრამებში ჩართული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე  მოზარდების, გარკვეული პროგრამების დაფინანსებას ეხება. მათ შორისაა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან, ბავშვთა სახლებიდან გასული 18-იდან 21 წლამდე  ახალგაზრდების კვების ვაუჩერების დაფინანსება.

მთავრობის დადგენილებით, ასეთი პირების კვებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები მიიღებენ, 2 თვიანი ვაუჩერის ღირებულება 200 ლარია.

„კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსი,  ბენეფიციარის მიმართვის საფუძველზე. ვაუჩერი შესაძლებელია, გაიცეს 6-ჯერ (არაუმეტეს ერთჯერადად 2 თვის)“.

„ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე მისაწოდებელი საქონლის (კვების პროდუქტების) ღირებულება ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს (2 თვის ვაუჩერი)“, – ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური