GE

ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში სხვადასხვა მიმართულებებზე ბიუჯეტი განისაზღვრა – პრემიერის ბრძანება

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით ცვლილებები შევიდა და სხვადასხვა ქვეპროგრამების ბიუჯეტები ხელახლა განისაზღვრა.

„სოციალური რეაბილიტაციის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“:

  • „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 2 360 000 ლარით;
  • „საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“ – კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 3 078 100 ლარით;
  • „სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 2 987 300 ლარით.

„ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა“: 

  • „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“ – ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 560 000 ლარით;
  • „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 3 050 000 ლარით;
  • „ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 4 630 000 ლარით.
  • „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 3 992 000 ლარით;
  • „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 575 000 ლარით;
  • „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 10 436 325 ლარით;
  • „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 2 545 000 ლარით;
  • „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 1 030 000 ლარით;
  • „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 260 000 ლარით;
  • „მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 682 000 ლარით;
  • „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 31 400 ლარით;
  • „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – ბიუჯეტი განისაზღვრა 5 000 ლარით.

პრემიერის ეს ბრძანება ძალაში 2021 წლის 31 დეკემბრიდან შევიდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური