GE

ბოლნისში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულად ჯილდოს გასცემენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულად ჯილდოს გასცემენ.

დადგენილების თანახმად, ჯილდოს მიიღებენ:

წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე). წარჩინებული სტუდენტები, რომელთა მაღალი აკადემიური მოსწრება დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით ((B) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა) დაფინანსდებიან ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიმდინარე სასწავლო წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).

ყოველთვიური ფულადი წახალისება გაეწევათ სპორტსმენებს, რომლებიც გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან:

ა)სპორტის სხვადასხვა სახეობაში (დიდებში და ახალგაზრდებში) საქართველოს ჩემპიონები, პრიზიორები და საქართველოს ნაკრების წევრები – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჩემპიონები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

„ე)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან   მსოფლიოს  ჩემპიონები  –  6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 3000  (სამი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ვ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიო  ჩემპიონატის პრიზიორები, (II ადგილი)  –  4 000   (ოთხი  ათასი) ლარი,   (III ადგილი) – 3 000 (სამი ათასი) ლარი,    აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ზ)გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიოს  ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში –  4 000  (ოთხი  ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

თ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი)  – 3  000   (სამი  ათასი) ლარი, (III ადგილი) – 2 000 (ორი ათასი) ლარი, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ი) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონები – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

კ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები, (II ადგილი) – 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი)  – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ლ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

მ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში,  (II ადგილი) – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ნ)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან გრან – პრის, გრან-სლემისა და მსოფლიო ღია მასტერსის  ჩემპიონები  სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 1 000 (ერთ ათასი) ლარის ოდენობით  (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ო)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან  გრან-პრის, გრან-სლემისა და მსოფლიო მასტერსის  პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში –  (II – ადგილი) – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით,  (III – ადგილი)  – 1 000  (ერთი ათასი) ლარის ოდენობით,    აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

პ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული  ჩემპიონები – 1000 (ერთი ათასი)  –  ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ჟ)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონატის პრიზიორები – (II ადგილი)  800 (რვაასი)  ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი)  – 600  (ექვსასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით  (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

რ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 8 00 (რვაასი) – ლარის ოდენობით, აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ს)  გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს რეიტინგული ჩემპიონატის პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, (II ადგილი)  – 600 (ექვსასი)  ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, (III ადგილი)  – 400  (ოთხასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით  (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო);

ტ) გასულ წელს გახდნენ ან/და მიმდინარე წელს გახდებიან საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, პრიზიორებზე – 300 (სამასი) ლარის ოდენობით,  აგრეთვე მათ უშუალო მწვრთნელებზე – 300 (სამასი) ლარის ოდენობით (გარდა გასული წლის იმ ჩემპიონი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისა, რომლებსაც ამ დამსახურებისთვის გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე მიეცათ ფულადი ჯილდო).“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური