GE

ბოლო კვირის მაჩვენებლებით, დისტანციურ სწავლებაზეა 219 სკოლა, 493 კლასი და 89 მასწავლებელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის 22 ოქტომბერს მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო კვირის მონაცემით, სკოლის მოსწავლეებს შორის Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა მცირედით იკლო.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, სამინისტროს ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

“კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – აცხადებენ განათლებისა და მეცნერების სამინისტროში.

ასევე იხილეთ:

„ვაქცინირებული უნდა იყოს სკოლაში მომუშავე ყველა ადამიანი, ყველა მშობელი, მაშინ არ დაგვჭირდება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური