GE

„ბოლო ზარზე“ ავარიის დროს დაშავებული მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

ანაკლიის გზაზე დაშავებული სკოლის მოსწავლეებიდან, თბილისში გადმოყვანილი მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE- ს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

„პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე და მდგომარეობა უცვლელია“, – განაცხადეს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად რვა მოზარდი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს. ახალგაზრდები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური