GE

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსები გაფართოვდა – მაღალი სტანდარტები და საუკეთესო ხარისხი ბაზარზე

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსებზე დარეგისტრირება ამიერიდან ევროპულ სკოლაშიც შესაძლებელია. მსურველებს 6 სექტემბრიდან საშუალება აქვთ, ინგლისურის კურსებზე არა მარტო რუსთაველზე, არამედ საბურთალოზეც იარონ.

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის მენეჯერის სტივენ შელის თქმით,  ბრიტანეთის საბჭო იზრდება ყოველწლიურად. ბევრი სტუდენტი ჰყავთ საბურთალოდან, ამიტომ დიდხანს ცდილობდნენ საბურთალოზე შეერჩიათ კარგი პარტნიორი.

„ჩვენ ვიპოვეთ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა, სადაც შესანიშნავი გარემოა, მაღალი ხარისხის საკლასო ოთახებით, სტუდენტების და მასწავლებლებისთვის. უკეთესი პარკირების საშუალებაა. ჩვენ გვინდა, რომ ბრიტანეთის საბჭო ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. ჩვენი ახალი სასწავლო ცენტრი, რომელიც საბურთალოზე იქნება, ამის საშუალებას მოგვცემს. იქ ასწავალიან ის პედაგოგები, რომლებიც  ბრიტანეთის საბჭოს რუსთაველის ცენტრში არიან. ამას გარდა ახალი პედაგოგებიც გვყავს უცხოეთიდან“, – ამბობს სტივენ შელი.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივიდეს ბრიტანეთის საბჭოში ინგლისურის სასწავლად სტუდენტი,  სტივენ შელი გვპასუხობს, რომ საუკეთესო გარემო, სწავლების მეთოდოლოგია და საუკეთესო პედაგოგები ისაა, რის გამოც მსმენელებმა მათი სასწავლო ცენტრი უნდა აირჩიონ. ბრიტანეთის საბჭო ახლაც ტრენინგებს ატარებს ახალ პროდუქტზე Secondary Plus, რათა პედაგოგებმა ზუსტად დაიცვან ის მეთოდოლოგია, რომელიც აუცილებელია ამ პროდუქტის სასწავლებლად.

„ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი სასწავლო ცენტრი საუკეთესო პედაგოგებით, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ასწავლონ ინგლისური ენა საუკეთესოდ.

ჩვენ რეგულარულად ვახდენთ  პედაგოგების გადამზადებას, იმისთვის რომ სტუდენტებს საუკეთესო გარემო შევუქმნათ გაკვეთილზე.  კითხვაზე, თუ რატომ მოსწონთ სტუდენტებს ჩვენი ცენტრი, მათი პასუხია, რომ ჩვენ გვაქვს მაქსიმალური ჩართულობა და კომუნიკაცია გაკვეთილზე. ამას გარდა, ჩვენ სტუდენტების საჭიროებებს მოვარგეთ გაკვეთილები. 7 დღე ტარდება ჩვენთან გაკვეთილები. ყოველი დღე დატვირთულია. მეცადინეობები დილის 10 საათიდან რომ იწყება საღამოს 10-ზე მთავრდება. სტუდენტს შეუძლია ერთხელ, ორჯერ, ან სამჯერ მოვიდეს კვირაში. ანუ გვაქვს სტუდენტზე მორგებული გრაფიკი.

ამ წუთებში მიმდინარეობს ტრენინგი, ეიდენ ჰოლანდი, ბრიტანეთის საბჭოს ტრენერი ჩვენს პედაგოგებს აცნობს ჩვენი ახალი უნიკალური პროდუქტის Secondary Plus სპეციფიკას, როგორ უნდა გამოიყენონ იგი ეფექტურად. ის გათვლილია ტინეიჯერებზე. სხვათა შორის, უფრო ადრე ბავშვებისთვის შემოვიტანეთ ისევ ჩვენი, ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული Primary Plus“, – ამბობს სტივენ შელი.

ამას გარდა, ბრიტანეთის საბჭო დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობა მოიცავს ინგლისური ენის სწავლების, ხელოვნების, განათლებისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებს და მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანია ჩართული. ეს ჩართულობა მათ საშუალებას აძლევს, გაეცნონ შემოქმედებით მიდგომასა თუ უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმის ნიმუშებს დიდი ბრიტანეთიდან.

მსოფლიოს 6 კონტინენტის 100ზე მეტ ქვეყანაში არსებული ბრიტანეთის საბჭოს  წარმომადგენლობები დაინტერესებულ პირებს ყოველდღიურად უზიარებენ სწავლისა და პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილებას.

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის მენეჯერი აცხადებს, რომ მათი წარმატებები დასტურდება სტუდენტთა შედეგებით. სასწავლო ცენტრის მსმენელებმა მიიღეს ის სამუშაო, რისთვისაც ინგლისური სჭირდებოდათ, თუნდაც საზღვარგარეთ. ასევე გამოცდებზე აჩვენეს მაღალი შედეგები.

„ბევრი სტუდენტი ამბობს, რომ სანამ ჩვენთან მოვიდოდნენ არ მოსწონდათ, უჭირდათ ინგლისურის სწავლა, ჩვენთან სიარულის შემდეგ უკვე სიამოვნებით სწავლობენ და აღწევენ წარმატებებს.  ჩვენ გვაქვს მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარი  თავის მიმართ. საუკეთესო კომპეტენციის პედაგოგები გვყავს. ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ პედაგოგებს გაკვეთილებზე დასწრებით. ძალიან ბევრ ტრენინგს ვატარებთ მათთვის, სიახლეებს რომ ეზიარონ ყველა ეტაპზე“, – ამბობს სტივენ შელი.

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსებზე დარეგისტრირება ონლაინ არის შესაძლებელი.

„ზრდასრულებისთვის და პატარებისთვის ორი სხვადასხვა სპეციფიკა გვაქვს. თუ სწავლის მსურველი ზრდასრულია, ონლაინ ტესტს გააკეთებს. შემდეგ ზეპირი ნაწილი თვითონ საბჭოში პედაგოგთან ჩატარდება. ბავშვების შემთხვევაში აქ ხდება წერითი და გასაუბრების ნაწილიც. როცა ვიცით უკვე ინგლისურის კომპეტენციის რა დონეს ფლობენ მსმენელები, მაშინ ჩვენ ვთავაზობთ მეთოდებს, როგორ ისწავლონ უკეთესად ინგლისური“, – აცხადებს სტივენ შელი.

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსებზე დარეგისტრირების მსურველები უნდა მიჰყვნენ ბმულს. ასევე შეუძლიათ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრს ეწვიონ საბურთალოსა თუ რუსთაველზე.

ბრიტანეთის საბჭოს აქვს ინგლისური ენის საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდების შემუშავებისა და ადმინისტრირების მრავალწლიანი გამოცდილება. „ჩვენ ყოველწლიურად, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის და მიზნობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, ვატარებთ  IELTS, Aptis, კემბრიჯის, პროფესიულ და საუნივერსიტეტო გამოცდებს.“

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური