GE

BTU აბიტურიენტებს საჩუქრად სთავაზობს გადამზადების სასერტიფიკატო კურსს კიბერუსაფრთხოებაში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი სასწავლო წლისა და ახალი სტუდენტების შესახვედრად უკვე ემზადება. უნივერსიტეტი, რომელიც მეოთხე სასწავლო წელს დაიწყებს, აქტიურად ზრუნავს არა მხოლოდ მის სტუდენტებზე, არამედ აბიტურიენტებზეც.

BTU საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად სთავაზობს გადამზადების სასერტიფიკატო კურსს კიბერსაუფრთხოებაში, რომლის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან კიბერჰიგიენის პრინციპებსა და უსაფრთხო ინტერნეტის გავლენას დღევანდელ მსოფლიოზე.
სასერტიფიკატო კურსს გაუძღვება კიბერუსაფრთხოების ექსპერტი – გიორგი იაშვილი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 1-ლი მარტი

გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

გარდა აღნიშნული კურსისა, უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მთელი წლის განმავლობაში საჩუქრად არაერთ აქტივობას, მათ შორის, კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი აქტივობების განხორციელება კი თებერვლიდან იწყება. ნებისმიერ მათგანში მოინაწილეობა უფასოა და მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

აბიტურიენტებისთის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:

  • მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
    გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube,
  • Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
    გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
  • პროფესიული ორიენტაცია – ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის – ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
  • ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056 ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური