GE

BTU აბიტურიენტისთვის უფასო ტრენინგების სერიას 10 ქალაქში ჩაატარებს

ტრენინგების სერია აბიტურიენტებისთვის საჩუქრად – ეს ბიზნესისა და
ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი შეთავაზებაა საქართველოში მცხოვრები
ნებისმიერი აბიტურიენტისთვის. 2020 წლის შემდეგ BTU აბიტურიენტებს სხვადასხვა
კურსს, ტრენინგსა თუ აქტივობაში ჩართვას უფასოდ სთავაზობს. კამპანია “BTU
აბიტურიენტებისთვის“ წელსაც გრძელდება და ამჯერად უნივერსიტეტი საქართველოში
მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს უფასო ტრენინგების სერიას სთავაზობს. იმ
აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან,
BTU მოსამზადებელ ტრენინგებს ყველა ძირითად საგანში ჩაატარებს. ესენია:

  • მათემატიკა
  • ისტორია
  • ფიზიკა
  • ქართული

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიაა, რომ მათ პროექტებსა და
ტრენინგებში ჩართვა ქვეყნის მასშტაბით რეგიონების წარმომადგენლებმაც შეძლონ.
სწორედ ამიტომ ტრენინგების სერია საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.
აბიტურიენტებთან შეხვედრები 30 მარტიდან აიღებს სტარტს და შემდეგი განრიგით
გაგრძელდება:

თელავი – 30 მარტი
რუსთავი – 1 აპრილი
ბორჯომი – 2 აპრილი
გორი – 5 აპრილი
მცხეთა – 6 აპრილი
ხაშური – 8 აპრილი
ქუთაისი – 11 აპრილი
ზუგდიდი – 12 აპრილი
ოზურგეთი – 13 აპრილი
ბათუმი – 14 აპრილი

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი შეხვედრების გარდა, მონაწილე
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტრენინგს – „ქალები

ტექნოლოგიებში“. მასზე დასწრება აბიტურიენტების სურვილისამებრ მოხდება.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ტექნოლოგიურ ტრენდებს, სიახლეებსა და
მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს.

ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm