BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით აბიტურიენტებისთვის მათემატიკის ახალი ოლიმპიადა იწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირთან თანამშრომლობით, აბიტურიენტებისთვის და მათი მათემატიკის მასწავლებლებისთვის მათემატიკის ყოველწლიურ ოლიმპიადას იწყებს.
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა 2 ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი – 15 მარტი, 16:00 საათი (დისტანციური ფორმატი)
II ეტაპი – 15 ივნისი, 16:00 საათი (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი).
გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდებიან:
- პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
- მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს,
- მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი აბიტურიენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მათემატიკის ახალი ოლიმპიადა არის ყოველწლიური პროექტი, რომლის მიზანია მათემატიკისადმი ინტერესის გაძლიერება და მათემტიკური უნარ-ჩვევების განვითარება.
გასული წლების მათემატიკის ოლიმპიადის I ადგილის მფლობელი თეიმურაზ თოლორაია და ფინალური ეტაპის მონაწილე ანა ონოფრიშვილი, MIT (Massachusetts Institute of Technology)-ში სრული დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას.
-
BTU აბიტურიენტისთვის უფასო ტრენინგების სერიას 10 ქალაქში ჩაატარებს by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
-
ქართველი NFT არტისტების რეიტინგის სათავეს BTU-ს სტუდენტები იკავებენ by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
-
BTU-ს ორგანიზებით მასშტაბური Tech დასაქმების ფორუმი – Pitch Yourself! გაიმართება by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU