GE

BTU – უნივერსიტეტი, რომელიც აბიტურიენტებსა და სტუდენტებს მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობს

ზრუნვა აბიტურიენტებსა და სტუდენტებზე – ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მთავარი სტრატეგიაა. ზრუნვა კი საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი სასწავლო პროგრამებისა და მუდმივად განახლებადი კურიკულუმების პარალელურად იმ მრავალფეროვანი აქტივობებით გამოიხატება, რომლებსაc უნივერსიტეტი როგორც საკუთარ სტუდენტებს, ისე ქვეყნის ნებისმიერ აბიტურიენტს სთავაზობს.

აბიტურიენტებისთვის 2021 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელება თებერვალში იწყება. თითოულ ტრენინგში, კონკურსსა თუ ჰაკათონში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია. მონაწილეობა უფასოა და მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის. კურსების გავლის შემდეგ აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

აბიტურიენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:

  • მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
  • პროფესიული ორიენტაცია – ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის – ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
  • ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056 ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

მრავალფეროვანი პრექტების იგეგმება და ხორციელდება სტუდენტებისთვისაც.

სწავლის პროცესში სასწავლო პროგრამის პარალელურად უნივერსიტეტი მათ მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას. სასწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები მენეჯმენტისა და ფინანსების ცოდნის პარალელურად იღებენ საჭირო ცოდნასა და უნარებს ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს ყველაფერი კი მათ შესაძლებლობას აძლევს, შექმნან საკუთარი სტარტაპები და წარმატებით მართონ ისინი. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები BTU-ს მენტორები, რომლებიც სტუდენტების იდეის ჩამოყალიბებიდან პროექტის სრულ განხორციელებასა და კომერციალიზაციამდე ეხმარებიან.

სტუდენტების დასაქმებაში მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს პროექტი „დაასაქმე სმარტსტუდენტი“. პროექტის ფარგლებში, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით. ორგანიზაციები სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ.

საერთაშორისო დონის განათლების ადგილობრივად მიღების შესაძლებლობის პარალელურად უნივერსიტეტი სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძებლობასა და საერთაშორისო სერტიფიცირებასაც სთავაზობს. თითოეული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს სწავლის ბოლო წელი საზღვარგარეთ გაატაროს და BTU-ს დიპლომის პარალელურად მიიღოს ჩიჩესტერის უნივერსიტეტის, სტეფორდშირის უნივერსიტეტის ან ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი. რაც შეეხება საერთაშორისო სერტიფიცირებას, BTU-ში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატსმოაპოვებინებს მათ. საერთაშორისო სერტიფიკატები და დიპლომი კი მათ საერთაშორისო მასშტაბით დასაქმების უდიდეს შესაძებლობას სთავაზობს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამი მოქმედი საბაკალავრო პროგრამაა. თითოეულ პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია. წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც სახელმწიფო გრანტით, ისე საუნივერსიტეტო დაფინანსებითა და გრანტებით.

ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 01, მისაღები ადგილების რაოდენობა არის 450. პროგრამაზე მოსახვედრად ქართული ენა და ლიტერატურის და უცხო ენი ჩაბარებასთან ერთად საჭიროა ისტორიის ან მათემატიკის ჩაბარება. ისტორიით პროგრამაზე 120 სტუდენტის ადგილია გათვლილი, ხოლო მათემატიკით – 330. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. პროგრამის მიზანია, გამოგიმუშაოთ კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მოგცემთ მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში; გადმოგცეთ უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ და განახორციელოთ ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კოდი არის 195 01 02. პროგრამაზე, სადაც მისაღები სტუდენტების რაოდენობაა 100, საჭიროა აბიტურიენტმა ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს დამატებითი სპეციალობის პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლოს არა ერთ, არამედ ორ სპეციალობას ერთდროულად. შედეგად უნივერსიტეტი სტუდენტს აძლევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზს, რომელიც წარმატებით დასაქმებას უწყობს ხელს. კურსდამთავრებულს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში.

საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის კოდიცაა 195 01 03, შემდეგი საგნების ჩაბარებაა საჭირო: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა. საერთო ჯამში 450 ადგილია. პროგრამას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, რადგან სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, არამედ მისი ბიზნესში გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური