GE

ბუღალტერთა მომზადების ცენტრს ავტორიზაცია გაუუქმდა – როგორ უნდა მოიქცნენ სასწავლებლის სტუდენტები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის 20 დეკემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრს.

აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 20 დეკემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური