GE

„ჩემი სპეციალობა – ენდოკრინოლოგია“ – საჯარო ლექცია კსუ-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით დაგეგმილი კარიერის კვირეულის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა სტუდენტებთან თემით „ჩემი სპეციალობა – ენდოკრინოლოგია“ გაიმართა, რომელსაც მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე უძღვებოდა.

საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ენდოკრინოლოგიის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა. ასევე ისაუბრა მედიცინაში წარმატების მიღწევის ასპექტებზე და იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია წარმატებული პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური