GE

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 44 სკოლა დისტანციურ რეჟიმში სწავლობს

იმის მიუხედავად, რომ სასწავლო პროცესი 10 დიდი ქალაქისა და აჭარის რეგიონის გარდა დასწრებულ რეჟიმში უნდა განახლებულიყო, მუნიციპალიტეტების ნაწილში ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწავლა 1-ლ თებერვლამდე დისტანციურად გაგრძელდეს.

როგორც ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში 44 სკოლაში სწავლა დისტანციურად განახლდა და მხოლოდ 22 სკოლა სწავლობს დასწრებულ რეჟიმში.

„ჭიათურის მუნიციპალიტეტში სწავლა 18 იანვარს 22 სკოლაში დასწრებულ, 44 სკოლაში კი დისტანციურ რეჟიმში განახლდა. თვითონ ქალაქში არსებული ყველა სკოლა დისტანციურად სწავლობს, ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება 1-ლ თებერვლამდეა მიღებული“, – განგვიცხადა ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მიროტაძემ.

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან სკოლა, იქნება დასაბუთებული, რატომ უნდა გადავიდეს კონკრეტული სკოლა დისტანციურზე, სამინისტრო ამ შემთხვევაში მას გადაიყვანს დისტანციურ სწავლებაზე. სხვა შემთხვევაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური