GE

“ჩვენ ერთნი ვართ!” – აწსუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეურთდა

ჩვენ ერთნი ვართ! – ამ დევიზით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის აღნიშვნას ტრადიციულად შეუერთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ქუთაისში, საქველმოქმედო ასოციაცია ,,მოწყალებას” ესტუმრა, სადაც ასოციაციის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. უნივერსიტეტის რექტორმა მათ საჭირო საჩუქრები გადასცა.

,,ჩვენ ყოველ წელს ჩართული ვართ ამ ღონისძიების აღნიშვნაში და კარგად გვაქვს გაცნობიერებული 3 დეკემბრის მნიშვნელობა. სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კვლავ დგანან რიგი გამოწვევების წინაშე და ჩვენ ვალდებულები ვართ ხელი შევუწყოთ მათ განათლების მიღებასა და დასაქმებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ორგანიზაციას, რომ აკეთებს კეთილ საქმეს და ჩვენც დიდი სიამოვნებით ვუერთდებით და კვლავ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ნებისმიერი საინტერესო აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში“,- აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ დღის აღნიშვნას მეათე წელია უერთდება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი