GE

„ჩვენების მიცემის გამო, ნინოწმინდის პანსიონის ერთ-ერთ ყოფილ აღსაზრდელს უნივერსიტეტი დაატოვებინეს“

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის გამო, ნინოწმინდის პანსიონის ერთ-ერთ ყოფილ აღსაზრდელს უნივერსიტეტი დაატოვებინეს.

მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს პანსიონის მოქმედი, თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს.

„დაგვიკავშირდა ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ახლა ირიცხება ხიჭაურის უნივერსიტეტში, ისაა საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ. მათი რეალური საცხოვრებელია ამ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. პირმა განგვიცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა ჩვენების მიცემა, პოლიციიდან უკან დაბრუნებულს კი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მოსთხოვა ტერიტორიის დატოვება. მან წუხანდელი ღამე გაათენა ადგილობრივი მოსახლის სახლში. დღესდღეობით, იგი ღია ცის ქვეშაა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წყარო: tv პირველი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური