GE

„ჩვენთან სწავლა ნიშნავს ემსახურო შენს ერს, სამშობლოს“ – ბაკალავრიატის რომელ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს თავდაცვის აკადემია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიისთვის მნიშვნელოვანია იუნკერს მისცეს მაღალი დონის განათლება, რის საშუალებასაც აკადემიის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სააუდიტორიო და ლაბორატორიული სივრცეები იძლევა. საბაკალავრო პროგრამების გავლის შემდეგ კურსდამთავრებული გარანტირებულია 100% -იანი დასაქმებით და სწავლის პარალელურად იგი მიიღებს მინიმალურ სტიპენდიას 200 ლარს, რომელიც იუნკრის მოსწრების მიხედვით 500 ლარს გაუტოლდება. გარდა ამისა, აკადემიის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სააუდიტორიო და ლაბორატორიული სივრცეები იძლევა საშუალებას თითოეულმა იუნკერმა მაღალი დონის განათლება მიიღოს. საბაკალავრო პროგრამების გავლის შემდეგ კურსდამთავრებული გარანტირებულია 100% -იანი დასაქმებით. რომელ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს აკადემია სადღეისოდ ამ თემაზე EDU.ARIS.GE-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე ესაუბრა.

-ბატონო ზურაბ, ბაკალავრიატის რომელ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემია?

-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიმდინარეობს თავდაცვისა და უსაფრთხოების, მენეჯმენტის, ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები ხოლო მიმდინარე წლიდან აღნიშნულ პროგრამებს დაემატა თავდაცვის ძალებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.

-შემუშავებული თითოეული პროგრამა აკმაყოფილებს თუ არა თანამედროვე განათლების სტანდარტებს და პასუხობს არსებულ გამოწვევებს?

-ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მოქმედი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე განათლების სტანდარტებს, რაც დასტურდება განათლების ხარისხი განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებში, თითოეული საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის მიმართ. გარდა ამისა, აკადემია ბოლონიის პროცესის მიზნებისა და თანამედროვე სტანდარტების მისაღწევად წარმატებით ახორცილებს სწავლა/სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უწყვეტ თანამშრომლობას, იუნკერების და აკადემიის პირადი შემადგენლობის მობილობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

-როგორია სწავლების მეთოდი საბაკალავრო პროგრამებზე და რამდენ ხანს გრძელდება?

-სასწავლო პროცესისას წარმართვისა და სწავლების მეთოდოლოგიაში გამოყენებულია დასავლეთის წამყვანი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილება, უმაღლესი სამოქალაქო და სამხედრო განათლების უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით, მათ შორის: ჯგუფური მუშაობა, შემთხვევის ანალიზი, გონებრივი იერიში, როლური და სიტუაციური თამაშები, დემონსტრირების მეთოდი, ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი, ახსნა–განმარტებითი მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ეროვნული თავდაცვის აკადემია იყო ერთერთი მოწინავე საგანანმანათლებლო დაწესებულება რომელმაც მოკლე დროში მოახერხა ახალ გამოწვევებთან სრული ადაპტირება და სწავლება წარმართა დისტანციური ფორმით.

რაც შეეხება აკადემიაში სწავლის ხანგრძლივობას, ის შეადგენს ოთხ აკადემიურ წელს.

-როგორ ხდება და ვის შეუძლია აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი და რა საგნების ჩაბარებაა საჭირო?

-ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან, 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და რეგისტრაციის დროს აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს. აკადემიაში მიღების პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:

I ეტაპი: აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ შიდა შესარჩევი ტური, რაც მოიცავს ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას.

II ეტაპი: აბიტურიენტებმა წარმატებით უნდა გაიარონ გამოცდები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შემდეგ საგნებში: უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა /ისტორია / ფიზიკა/ სამოქალაქო განათლება. (მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატა შემდეგი საგნები: ფიზიკა და სამოქალაქო განათლება, რომლის შერჩევას შეძლებთ საბაკალავრო პროგრამების მიხედვით).

– რამდენად პოპულარულია აღნიშნული პროგრამები და წელს რამდენი სტუდენტი მიიღო აკადემიამ?

-ჩვენი პროგრამების პოპულარობა განპიროვნებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი და ჩემი მოსაზრებით ერთერთი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ ჩვენთან სწავლა ნიშნავს ემსახურო შენს ერს და შენს სამშობლოს. მეორე ეს არის ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისები რომელშიც შედის სრულიად უფასო სწავლა, მინიმალურ სტიპენდია 200 ლარი, რომელიც იუნკრის მოსწრების ზრდადობასთან ერთად იზრდება და შეიძლება 500 ლარსაც კი შეადგენდეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ აკადემიის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სააუდიტორიო და ლაბორატორიული სივრცეები, იუნკერთა სრული უზრუნველყოფა სასწავლო ინვენტარით (ინდივიდუალურ ლეპტოპი), შესაბამისი მასალებით, სოციალური პაკეტით და სხვადასხვა სერვისებით. ის გარემოება, რომ პროგრამების ძირითადი დამკვეთი და კურსდამთავრებულთა დამსაქმებელი არის საქართველოს თავდაცვის სა¬მი¬ნისტრო, კურსდამთავრებული გარანტირებულია 100% -იანი დასაქმებით. და რა თქმა უნდა არ უნდა გამოგვრჩეს აკადემიის მაღალ კვალიფიციური აკადემიური და პედაგოგიური პერსონალი. ყოველივე ზემოთ ხსენებული ხელს უწყობს აკადემიაში არსებული პროგრამების მიმზიდველობას, მაღალ პოპულარობას და კონკურენტულ გარემოს შექმნას. მიმდინარე წელს, აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 105 სტუდენტი, სხვა საქართველოში აკრედიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მობილობით გადმოვიდა 16 იუნკერი.

-პროგრამის დასრულების შემდეგ რა შესაძლებლობები არსებობს ახალგაზრდისთვის, რომ სამხედრო სამსახურში დარჩეს?

-საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულები სრულად არიან უზრუნველყოფილი შემდგომი დასაქმებით საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, რა თქმა უნდა მიღებული განათლების შესაბამისს თანმდებობებზე, როგორც საბრძოლო ასევე უზრუნველყოფის სამსახურებში.

ეროვნული თავდავის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური