GE

CIU ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა

CIU ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭოს მიზანია, მუდმივი, სრულყოფილი, ურთიერთსასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა დეკანს, ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს შორის.

დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭო იკრიბება თვეში ორჯერ. საბჭოს წევრები ჩართულები იქნებიან ბიზნესის ფაკულტეტის განახლებული კონცეფციის განხორციელებაში, ფაკულტეტის სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიმდინარე საქმიანობაში.

მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში, ბიზნესის ფაკულტეტის ყველა საფეხურის, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარ იდეები და ინიციატივები გააჟღერონ, აქტიურად წარმოდგნენ ფაკულტეტის სხვდასხვა ღონისძიებებზე.

ცნობისთვის, დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში აპრობირებული და წარმატებული მოდელია, რომელიც არაერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმი პრაქტიკაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას ადმინისტრაციას, პროფესორებსა და სტუდენტებს შორის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური