CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

23 დეკემბერს მედიაჰოლდინგ „კომერსანტში“ CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სტუდენტები ჰოლდინგის დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი სამუშიას შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭოს წევრები გაეცნენ „კომერსანტის“ მუშაობას, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის იდეები და შეთანხმდენენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, სადაც დაამუშავებენ განსახორციელებელ პროექტებს, ამ ყველაფრის საფუძველზე კი უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მოამზადებენ ჰოლდინგთან გასაფორმებელ მემორანდუმის ტექსტს.
-
CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება კომერციული მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ლიგის ნახევარფინალშია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი