GE

CIU მევენახეობა-მეღვინეობის ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკი 2021 სკოლის მოსწავლეებისთვის იწყება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი რიგით მე-2 ზამთრის ონლაინ სასკოლო ბანაკს მასპინძლობს. 6 დეკემრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, (დღეში ორი აკადემიური საათით, ყოველი ორშაბათი და ოთხშაბათი საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ აქტუალურ და მრავალფეროვან სასწავლო კურსში. პროექტის ფარგლებში, CIU სასწავლო ვაუჩერების სრული საპრიზო ფონდი შეადგენს 4000 ლარს.

პროექტის განრიგი:

I ეტაპი – ელექტრონული რეგისტრაცია;
II ეტაპი – დღის წესრიგით გათვალისწინებული სასწავლო კურსის გავლა;
IV ეტაპი – ტესტირება, მონაწილეების სერტიფიცირება;
V ეტაპი – სამი საპრიზო ადგილის გამოცხადება/დაჯილდოება;
VI ეტაპი – გუნდური კონკურსი სკოლების სახელით.

I ადგილი – CIU სასწავლო ვაუჩერი – 500 ლარის ოდენობით

II ადგილი – CIU სასწავლო ვაუჩერი – 300 ლარის ოდენობით

III ადგილი – CIU სასწავლო ვაუჩერი – 200 ლარის ოდენობით

პროექტის შინაარსი იხილეთ ბმულზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური