GE

CIU-ს კორუნიის უნივერსიტეტის პროფესორი ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრ ,,იბერიას’’ ჩართულობით, კორუნიის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორსა და მედიცინის დოქტორს, ალეხანდრო პაზოს სიერას უმასპინძლა.

კსუ-ის მხრიდან შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაგდა თორთლაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თაკო ლაღიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი სვეტლანა კირაკოსიანი ესწრებოდნენ.

მხარეებს შორის შეხვედრის ძირითადი ნაწილი მედიცინისა და ხელოვნური ინტელექტის დარგში სამომავლო თანამშრომლობის განხილვას დაეთმო. ამის გარდა, მათ ისაუბრეს ერასმუს+-ის პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებზე.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კორუნიის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, CIU-ის სტუდენტები და პროფესორები კორუნიის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით ისარგებლებენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური