CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება კომერციული მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რევაზ ბერულავამ და ნათია ბაღდავაძემ მონაწილეობა მიიღეს კომერციული მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა. შეჯიბრში 15 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობდა.
შეჯიბრის ფინალი 22 მარტს ჩატარდა, ხოლო ფინალურ შეჯიბრში მოსახვედრად მონაწილე გუნდებმა გახსნითი და ნახევარფინალური ეტაპები გაიარეს.
საბოლოო შედეგების მიხედვით, ჩვენი სტუდენტების გუნდმა შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, მათ გამარჯვება შემდეგ ნომინაციებში მოიპოვეს: „მხარის ინტერესების გამოკვლევა“ (რევაზ ბერულავა) და „გუნდური მუშაობა“ (ნათია ბაღდავაძე).
-
დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ლიგის ნახევარფინალშია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „კიბერუსაფრთხოების მთავარი განზომილება და სამხედრო კონფლიქტების ციფრული მახასიათებლები“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი