GE

CIU-ს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „კამათის ხელოვნება“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

14 მაისს CIU-ს სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „კამათის ხელოვნება“ – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც პროექტის მონაწილეთა დებატებს დაეთმო.

დებატების დაწყებამდე პროექტის მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ პროექტის ხელმძღვანელი, მარინე უგულავა, CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე, დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ნინო მინდიაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე.

პროექტი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა და ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარებას, ასევე, მათ სწორად გამოყენებას, კომპრომისის ნახვასა და შეთანხმებას.

პროექტში საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, შინაარსი კი დატვირთული იყო სხვადასხვა სალექციო თემებით: „კამათის და შეთანხმების ხელოვნება“ – სპიკერი: პეტრე მამრაძე, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი; „კამათის ხელოვნება დიპლომატიაში“ – სპიკერი/მენტორი: გიორგი ფარეშიშვილი – CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, რექტორის მრჩეველი (დებატების დღის მენტორი – ბექა მანაგაძე, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი); „კამათი, როგორც კონსტრუქციული ჟურნალისტიკა“ – სპიკერი/მენტორი: ირმა ჭოლაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ კორესპონდენტი, CIU-ს მასობრივი კომუნიკაციის დოქტორანტი; „კამათის ხელოვნება სამართალში” – სპიკერი/მენტორი: ირინა ბათიაშვილი, CIU-ს სამართლის დოქტორანტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ლექტორი.

სალექციო კურსის გავლის შემდეგ, 14 მაისს მონაწილეებმა სხვადასხვა აქტუალური მიმართულებით მენტორების ხელმძღვანელობით დებატები გამართეს, რომელსაც დარგობრივი კომისია აფასებდა შემდეგი შემადგენლობით: პოლიტიკის მიმართულება – პეტრე მამრაძე, CIU-ს ასოცირებული პროფესორი; ალიკა გუჩუა – CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; თამარ ჩიბურდანიძე – CIU-ს ასისტენტ პროფესორი; სამართლის მიმართულება – სერგო ჭელიძე, CIU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი/სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი; თამთა წირქვაძე – CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; ჟურნალისტიკის მიმართულება – ზინა გაბიჩვაძე, მოწვეული ლექტორი.

პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილეს სერტიფიკატები, ხოლო პედაგოგებსა და დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური