GE

CIU-ს სტუდენტები სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში პარტნიორი კომპანიის „მარანი სევსამორა“ ბაზაზე იმყოფებოდნენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში პარტნიორი კომპანიის „მარანი სევსამორა“ ბაზაზე იმყოფებოდნენ.

სტუდენტებმა ადგილზე ბიო მიმართულების ვენახების მოვლა-გაშენების მეთოდები შეისწავლეს და კომპანიის წარმომადგენლებისგან საჭირო კონსულტაციები მიიღეს.

პრაქტიკულ კურსზე კომპანიის მენეჯმენტმა სტუდენტებს Sevsamora Winery-ს ბაზაზე უმასპინძლა, სადაც მუზეუმი, საკოლექციო სივრცეები და მარანი მოინახულეს, დღე კი კომპანიის ღვინოების დეგუსტაციით დასრულდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური