CIU-ში ჩეხეთის ცენტრის გამოფენა გაიხსნა

21 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჩეხეთის ცენტრის თბილისის გამოფენა ” ჩემი სამშობლო” გაიხსნა.
აღნიშნული გამოფენა, ჩეხეთში საზოგადოებრივი სივრცისა და შენობების კეთილმოწყობისკენ მიმართულ სამოქალაქო ინიციატივებს ასახავს.
მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟანა გასპარიკოვამ, CIU-სტუდენტებს ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ ქართველი სტუდენტებისთვის შეთავაზებული სასწავლო/ სასტიპენდიო პროგრამები გააცნო.
შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი – კახაბერ კორძაია, საჯარო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში რექტორის მრჩეველი – გიორგი ფარეშიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – ნანა ამირანაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
-
CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება კომერციული მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასშტაბურ სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი