GE

CIU-ში ინგლისურენოვანი დებატები – „მეფე და რეფორმა“ ჩატარდა

27 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ასისტენტ პროფესორ, დოქტორ ნანა პარინოსის ინიციატივით ინგლისურენოვანი დებატები – „მეფე და რეფორმა“ ჩატარდა.

სტუდენტებმა მათ მიერ შერჩეულ რეფორმატორ მეფეთა როლი მოირგეს, რის შედეგადაც დებატები ცხარე პოლემიკაში გადავიდა, თითოეული სტუდენტი იცავდა მის მიერ წარდგენილი მონარქის რეფორმებს.

გამარჯვებული ისტორიული წარსულის ღრმა ცოდნის, რეფორმების ანალიზის, სწორი ოპონირებისა და ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნის მიხედვით გამოვლინდა.

პირველი ადგილი – გურამ ლილუაშვილი, „ვახტანგ გორგასლის რეფორმები“

მეორე ადგილი – მაკა ბასილიძე, „გიორგი მეხუთე ბრწყინვალე“

მესამე ადგილი – ანა ჯინჯოლია, „დავით მეოთხე აღმაშენებელი და სამხედრო რეფორმები“

მეოთხე ადგილი – მარიკა ნაკაშიძე, „მეფე ერეკლე მეორე და რეფორმები“

დებატებში მონაწილე თითოეულ სტუდენტს სპეციალური ვაუჩერები გადაეცა. ასევე, ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ნანა პარინოსის მიმართ და მას მადლობის სიგელი გადასცეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური