GE

CIU-ში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გაიხსნა

27 სექტემბერს, დიდი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 179 წელი სრულდება.

26 სექტემბერს აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გაიხსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნეს.

გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, რექტორის მრჩეველმა, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი ფარეშიშვილმა და ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა, ქეთევან შოშიაშვილმა. სიტყვით გამომსვლელებმა ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის შესახებ ისაუბრეს და დარბაზის გახსნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო წელია, რომლის განსაკუთრებულად აღნიშვნის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველია, რომელიც გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას და საიუბილეო თარიღი საკონფერენციო დარბაზის გახსნით აღნიშნა. წლის განმავლობაში ასევე არაერთი ღონისძიება არის, რომელიც დიდი მამულიშვილის დაბადებიდან 180-ე წელს მიეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებისთვის და საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ ჩანაწერში სტუდენტებს მოუწოდა ნიკო ნიკოლაძის მაგალითის მსგავსად ემსახურონ ქვეყანას.

შეხვედრის დასასრულს რექტორმა პრეზიდენტს უნივერსიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური