GE

CIU-ში SPSS-ის ინტენსიური ტრენინგ კურსი ჩატარდა

15 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების პროგრამა SPSS-ის ინტენსიური ტრენინგ კურსი ჩატარდა. კურსის მიზანი იყო დოქტორანტებისათვის SPSS პროგრამის დახმარებით კვლევის მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა, რაც ხელს შუწყობს მათ სადისერტაციო ნაშრომებში კვლევების სრულყოფილი ანალიზით წარმოდგენას. კურსის ფარგლებში მსმენელებმა შეისწავლეს კვლევის მონაცემთა დამუშავება ძირითადი სტატისტიკური მეთოდების საშუალებებით, ასევე, შესაბამისი ანალიტიკური მოქმედებების განხორციელება და ინტერპრეტირება პროგრამა SPSS-ში.

კურსს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია Marketing Lab-ის ხელმძღვანელი, თათია ბრეგვაძე უძღვებოდა.

ბიზნესის ფაკულტეტის 9 დოქტორანტს, რომლებმაც ინტენსიური კურსი გაიარეს და ჩააბარეს შესაბამისი გამოცდა, სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსი სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით განხორციელდა.

ტრენინგი ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის, თეა კასრაძის ინიციატივითა და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ადმინისტრირებით განხორციელდა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური