GE

CIU-ში სტუდენტებთან სამართლის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი ხატიძის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

22 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის დეკანის, გიორგი ხატიძის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, გიორგი ხატიძემ ფაკულტეტის სამომავლო გეგმებზე, უცხოურ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, ადგილობრივ საჯარო და კერძო უწყებებთან, პროფესიულ წრეებთან თანამშრომლობასა და ინტერდისციპლინარული მიმართულებების გაძლიერებაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა სტუდენტების ფაკულტეტის ახალ ინიციატივებში, სტუდენტურ ღონისძიებებში, კონფერენციებსა და საჯარო სემინარებში ჩართულობაზე.

შეხვედრის ფარგლებში დეკანთან ერთად სტუდენტებმა სხვადასხვა საკითხი განიხილეს და გარკვეული გამოწვევების საპასუხოდ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა ორ ეტაპად, როგორც დასწრებულ, ასევე, ელექტრონულ ფორმატში გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური