GE

ცნობილი ამერიკელი მოსამართლე და ამერიკელი ადვოკატი “ევროპის უნივერსიტეტში” საერთაშორისო სერტიფიცირებულ ტრენინგს ჩაატარებენ

“ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვევით, საქართველოს ცნობილი ამერიკელი მოსამართლე, მარკ სპეისერი და ამერიკელი ადვოკატი, რობერტ ტრაჩმანი ეწვევიან.

ამერიკელი სტუმრები 5 და 6 დეკემბერს, “ევროპის უნივერსიტეტში” საერთაშორისო სერტიფიცირებულ ტრენინგ კურსს ჩაატარებენ თემაზე – “ამერიკული სამართლის სისტემა და სისხლის სამართალწარმოება აშშ-ში“.

ტრენინგ კურსის მიზანია აშშ-ის სისხლის სამართალწარმოების პროცესის გაცნობა ქართველი მსმენელისთვის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისთვის; აგრეთვე იმ თავისებურებებისა და განსხვავებების წარმოჩენა, რაც ქართულ და ამერიკულ სამართლებრივ სისტემებს შორის არსებობს.

კურსის გავლა შეუძლიათ ნებისმიერი უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების როგორც სტუდენტებს, ასევე კურსდამთვრებულებს.

ტრენინგზე დასწრება თავისუფალია დამსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1-ელი დეკემბერი, 18:00 საათი

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, ტრენინგ კურსის წარმატებულად გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური