GE

COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირებას სკოლის თანამშრომელთა მინიმუმ 20% გაივლის – სად უნდა დარეგისტრირდეს სკოლა ამისთვის

სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაიწყება, პედაგოგები სავალდებულო ტესტირებას ყოველ ორ კვირაში ერთხელ გაივლიან. COVID-19 -ზე ტესტირების ვალდებულება აქვთ ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც, სკოლამ საკუთარი თანამშრომლები შრომის ინსპექციის სპეციალურ საიტზე https://labour.moh.gov.ge, უნდა დაარეგისტრიროს.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგთა ტესტირების პროცესი უკვე მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით ტესტირება ჩატარებული აქვს 1285 მასწავლებელს და აქედან დადებითი პასუხი 8 მათგანმა მიიღო.

სამინისტრო: 1-ლი თებერვლიდან სკოლებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზადყოფნა აქვთ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური