GE

ცვლილება კანონში – სახელმწიფო პროფსასწავლებლებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის შესახებ

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

საუბარია ვაუჩერული წესით პროგრამულ დაფინანსებაზე, რომელიც პროცედურულად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით რეგულირდება.

“დაწესებულებებისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, მოდულებისგან შემდგარ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში, დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

იხილეთ: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულების საფასურის მაქსიმალური ოდენობა

და ასევე:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულების საფასურის მაქსიმალური ოდენობა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური