GE

ცვლილება უკვე ძალაშია – ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სსსმ პირები უმაღლესში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, დღეიდან ძალაში შევიდა.

კანონის თანახმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სსსმ პირები უმაღლესში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან.

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ​16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20​13 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესსა და პირობებს“, – ვკითხულობთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრძანებაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 2 თვისა უნდა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა არის© იაკობიშვილი EDU.ARIS.GE-ს რედაქტორი