GE

ცხადდება საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 12 სექტემბერს 12:00 საათზე გამოაცხადებს მონაწილეთა რეგისტრაციას „სკოლის მართვისა და ლიდერობის საერთაშორისო კონფერენციაზე“.

კონფერენციის მიზანია, სკოლის მართვის და ლიდერობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

“სკოლის მართვისა და ლიდერობის მეორე საერთაშორისო კონფერენცია“ ჩატარდება 2018 წლის 22-23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და განათლების სფეროს ექსპერტები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს, რომელთა მოხსენებებიც კონკურსის გზით შეირჩევა. თითეული სესიის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაცის გავლა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 12 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე: www.teec.ge და დასრულდება 14 სექტემბერს დღის 12:00 საათზე.

პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, პროექტი შესთავაზებს სასტუმროში განთავსებას (ამის შესახებ მონაწილე რეგისტრაციის დროს მიიღებს დამატებით ინფორმაციას).

კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 230 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი;
  • წარმატებით აქვს გავლილი ლიდერობის აკადემიის რომელიმე ტრენინგ-მოდული

დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 200220 (47 08); ელ.ფოსტა: Info@tpdc.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური