GE

და შენ რომელ პროფესიას ირჩევ? – აბიტურიენტების კლუბის სტუმარია ალექსანდრე ჯეჯელავა

„იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობა!“

ერთი შეხედვით მარტივი ფრაზაა და მის სინამდვილეში ეჭვი არავის გვეპარება, მაგრამ როგორ უნდა იპოვო ასეთი საქმე, როცა მეთორმეტე კლასში ხარ, აბიტურიენტობა, საატესტატო და ეროვნული გამოცდების თანმდევი სტრესი ერთდროულად გაწუხებს და თან იცი, რომ ეს სკოლის ბოლო წელია. როგორ უნდა კონცენტრირდე, იმ საქმიანობის პოვნაზე, რომლის კეთებაც მთელი ცხოვრება მოგიწევს და რომელიც ყოველთვის უნდა გიყვარდეს?

21-ე საუკუნე სავსეა გამოწვევებით, სიახლეებით, უამრავი ახალი პროფესია გაჩნდა, ძველმა საქმიანობებმა ცვლილებები განიცადეს, ამიტომ, გადაწყვეტილების მისაღებად, ვინ გინდა გამოხვიდე, პირველ რიგში უნდა იპოვო გზა, სტრატეგია, შენს მომავალ პროფესიამდე.

აბიტურიენტების კლუბში, 22 ნოემბერს, 19 საათზე, ალექსანდრე ჯეჯელავა ისაუბრებს თემაზე: „ეფექტური პროფესიული სტრატეგია 21-ე საუკუნეში“.

აბიტურიენტების კლუბის შეხვედრებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს.

არ გამოტოვო შეხვედრა, გახდი კლუბელი, დარეგისტრირდი შეხვედრაზე!

შეატყობინე შენს აბიტურიენტ მეგობრებსაც.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm