შიდა ქართლში, სპორტის პედაგოგი დააკავეს, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული. 60-წლამდე მამაკაცის დაკავებას ადასტურებენ შსს-შიც.
შეგახსენებთ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გასული წლის 8 დეკემბერს გახდა. მაშინ, როცა მომხდარის შესახებ არასრუწლოვანმა მშობლებს აცნობა. მაშინ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი ამბობდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი მოზარდის ფანტაზია იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141 – მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებელს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა