GE

„დაარწმუნეთ ბავშვი, რომ არ უპასუხოს კიბერბულინგს“ – როგორ უნდა ამოიცნოს მასწავლებელმა და მშობელმა მსხვერპლი ბავშვი

დღეს ციფრული სამყარო ბავშვების არსებობის ყველა ასპექტს მოიცავს: ეს იქნება სწავლა, თამაში, მეგობრებთან კომუნიკაცია, თუ მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველი ფოტოები. მნიშვნელობა არ აქვს სახლში იმყოფებიან, სკოლაში, თუ მეგობართან, ბავშვები მუდმივად არიან ჩართულნი ინტერნეტში, რაც შესაძლოა, მშობლების შეშფოთებასაც კი იწვევდეს. რა თქმა უნდა, ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლების მიღების პროცესში, ვინაიდან ბავშვებს შეუძლიათ მისი გამოყენება სასკოლო დავალებების დასაწერად. თუმცა არსებობს ბევრი საფრთხე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია, მოზარდების გარდა, მასწავლებლებსა და მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ.

სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტში არსებული კიბერ საფრთხეების დროულად ამოცნობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პანდემიით გამოწვეული ონლაინ სწავლების პირობებში. მოსწავლეებისათვის, ასევე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, World Vision საქართველოს თბილისის ურბანული განვითარების პროგრამის მიერ შეიქმნა ინტერნეტ უსაფრთხოების გზამკვლევები 6-11 წლის მოსწავლეებისთვის, 12-18 წლის მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის/მასწავლებლებისთვის.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მშობლებმა და მასწავლებლებმა უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდნენ, თუ რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტში და როგორ უნდა დაიცვან მათგან თავი, რომ შეძლონ ბავშვის ინფორმირება და დახმარება.

ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეების მაგალითები

არასასურველ პირებთან კონტაქტი და პირადი ინფორმაციის გაცემა:

„მტაცებლები“ – ძირითადად გვხვდებიან სოციალური ქსელებში ან ონლაინ თამაშების ჩატებში.

კიბერ ხულიგნები – ბავშვები შეიძლება კიბერ ხულიგნების სამიზნედ იქცნენ, ჩვეულებრივი რეალური ხულიგნების ჩათვლით.

ფიშინგ თაღლითები – ცდილობენ ბავშვებს გამოსტყუონ ინფორმაცია, როგორც საკუთარ თავზე, ასევე მშობლების შესახებ.

ბავშვებისთვის არასასურველი შინაარსის შემცველი ინფორმაცია:

სექსუალური შინაარსის შეტყობინებები – განსაკუთრებით პორნოგრაფიული სურათები და ვიდეო.

ძალადობა – როგორიცაა სისხლისღვრა ან თავდასხმის აქტები.

უხამსი ან ასაკთან ასაკთან შეუსაბამო შეუსაბამო ქმედება – მაგალითად, გინება, ნარკოტიკის და ალკოჰოლის გამოყენება.

პირატული მასალები – მასალები და მათი კომპიუტერში ჩამოტვირთვით გამოწვეული გამოწვეული საფრთხეები, მუსიკალური ან ვიდეო ფაილების ჩათვლით.

ინტერნეტში გავრცელებული ტენდენციები და ე.წ. “გამოწვევები” მოზარდებისათვის – მარილის და ყინულის გამოწვევა, სავსე კოვზი, Neknominate Neknominate და თამაში გაგუდვა.

ინტერნეტ საფრთხეებიდან საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა კიბერბულინგი, რომლის ნიშნები განსხვავებულია, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შემთხვევის ამოცნობა:

განწყობის გაფუჭება ინტერნეტის ან ტელეფონის გამოყენების შემდეგ.

ციფრული ცხოვრების უაღრესად გასაიდუმლოება და დაცვა.

ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დისტანციის ზრდა.

სკოლის ან ჯგუფური შეკრებებისთვის თავის არიდება.

აკადემიური მოსწრების დაქვეითება და გაბრაზებული ქცევა სახლში.

განწყობის, ქცევის, ძილის ან მადის ცვლილებები.

კომპიუტერის ან მობილური ტელეფონის გამოყენების შეწყვეტის სურვილი.

გაღიზიანება და პანიკური ქცევა შეტყობინებების მიღებისას.

კომპიუტერთან ან მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ დისკუსიების თავიდან აცილება.

კრებულში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია თუ როგორ უნდა მოიქცეს სკოლა კიბერბულინგის აღმოჩენის შემთხვევაში.

„სკოლას აქვს კიბერბულინგზე რეაგირების პროტოკოლი. დაარწმუნეთ ბავშვი, რომ არ უპასუხოს კიბერბულინგს, რადგან ეს მხოლოდ ართულებს მდგომარეობას, მაგრამ აუცილებლად შეინახეთ ბულინგის შემცველი შეტყობინებები, ეს შეიძლება მტკიცებულებად გამოგადგეთ ხულიგნის მშობლებთან, მასწავლებელთან და შესაძლოა პოლიციასთანაც კი. რა დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო? შექმნილ ვითარებაში საჭიროა კიბერ ხულიგნის დაბლოკვა. მოწყობილობების უმეტესობას აქვს პარამეტრები, რომლებიც კონკრეტული პირებისგან შემომავალი შეტყობინებების დაბლოკვის საშუალებას იძლევა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ღონისძიებები, რაც სკოლამ სასწავლო წლის მანძილზე აუცილებლად უნდა ჩაატაროს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური