GE

დაცული ტერიტორიების სააგენტო გრუნის პარტნიორი გახდა

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რომელიც გარემოსდაცვითი განათლების საქმიანობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ეკოტურიზმის მომავალი სპეციალისტების პროფესიულ ზრდას, ამ სფეროში თანამედროვე ცოდნის დაუფლებასა და პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევების შეძენას.

თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სადიპლომო ნაშრომებისთვის საველე პრაქტიკა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაიარონ, ასევე, მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო ეკოტურებში, რაც მათ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და იქ მიმდინარე საქმიანობის ადგილზე გაცნობის საშუალებას მისცემს. დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელება და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების ჩატარება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა – მამუკა თავხელიძემ და სააგენტოს თავმჯდომარემ – დავით იოსებაშვილმა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური