GE

დაისვენებენ თუ არა სკოლები მასწავლებელთა ნოემბრის გამოცდების პერიოდში – სამინისტროს პასუხი

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების განრიგის გამოქვეყნების შემდეგ EDU.ARIS.GE-ს არაერთი მკითხველი ინტერესდება, გამოცხადდება თუ არა გამოცდების პერიოდში საჯარო სკოლებში დასვენების დღეები.

როგორც ცნობილია, ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ჯერ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი არ გამოუქვეყნებია, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ ზაფხულის პერიოდში გამოცდების ჩატარების ლოკაცია სწორედ საჯარო სკოლების შენობებია.

მკითხველთა ნაწილი კი ცდილობს ჩვენთან დააზუსტოს შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ინფორმაცია 2-10 ნოემბრის პერიოდში სკოლებში დაგეგმილი არდადეგების შესახებ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, გადაწყვეტილება არდადეგების გამოცხადების შესახებ მიღებული არ არის.

„როგორც ცნობილია, არდადეგები მინისტრის ბრძანებით უკვე გაწერილია და იქ ეს პერიოდი არ გახლავთ მოხსენიებული. თუმცა, როგორც იცით, მინისტრს ბოლო ცვლილებით მიეცა დისკრეციის წესით ბრძანების გამოცემის უფლება სწორედ არდადეგებთან მიმართებაში, თუმცა ჯერ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და თუ იქნება, საზოგადოებას ეცნობება“, – განგვიცხადეს სამინისტროში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური