GE

დაიწყო ონლაინ კვირეული – „მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გორის უნივერსიტეტის მასტერკლასებით“

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით დაიწყო ონლაინ კვირეული – “მოემზადე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გორის უნივერსიტეტის მასტერკლასებით” .

შეხვედრების მთავარი მიზანია აბიტურიენტებისთვის გამოცდების შესახებ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება.

დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში 20 იანვარს გაიმართა ვირტუალური შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთან ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, მაია ინასარიძესთან.

შეხვედრის დროს ქალბატონმა მაია ინასარიძემ ისაუბრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ძირითად ასპექტებზე და შეფასების სქემაზე. ასევე, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება გამოცდებისათვის მზადების პროცესში.

აბიტურიენტები აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ შეხვედრაზე. კითხვები ძირითადად შეეხებოდა საგამოცდო პროცესსა და კონკრეტულ საგნთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ კვირეულზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა ასობით აბიტურიენტმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური