GE

დამატებითი მიღება სამაგისტრო პროგრამებზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში – ვადები და პროცედურები

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა 2018-2019 სასწავლო წლისთვის გამოაცხადა დამატებითი მიღება სამაგისტრო პროგრამებზე.

უნივერსიტეტისთვის ადგილების დამატებასთან დაკავშირებით, ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე მ/წ 2 ოქტომბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე. პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება იხილეთ ბმულზე.

მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი (ივსება ადგილზე)
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი
  • საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ)
  • 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის
  • CV თანდართული ფორმით იხილეთ

მხოლოდ 2017-18 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის! – დიპლომის არ ქონის შემთხვევაში, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

  • სააქციო საზოგადოება ,,ხალიკ ბანკი საქართველო’’
  • საბანკო კოდი – HABGGE22
  • მიმღების დასახელება – შპს ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი’’
  • საიდენთიფიკაციო კოდი – 200002120
  • ანგარიშსწორების ანგარიში – GE91HB0000000006903602

გამოცდა (ტესტირება/გასაუბრება) უცხო ენაში ყველა პროგრამაზე ჩატარდება 2018 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2018 წლის 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, შესაბამის სკოლებში.

სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის – 2018 წლის 4 ოქტომბერი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.

რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ – არაუგვიანეს 2018 წლის 4 ოქტომბრისა.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური