GE

„დამისახელეთ 3 ქვეყანა ევროპაში, სადაც სკოლას უგამოცდოდ ამთავრებ და შემდეგ მიდიხარ უნივერსიტეტში“

„დამისახელეთ 3 ქვეყანა ევროპაში, სადაც სკოლას უგამოცდოდ ამთავრებ და შემდეგ მიდიხარ უნივერსიტეტში“, – ამ კითხვით პარლამენტარმა სერგო რატიანმა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძეს მიმართა. დეპუტატმა თავის გამოსვლაში რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი, მათ შორის მასწავლებლების, პროფესიული და ზოგადი განათლების პრობლემებს.

„რაც შეეხება პროფესიულ განათლების, კი მივიღეთ კანონპროექტი, მაგრამ იქ დაფინანსების წესი არ არის განსაზღვრული. ამდენი ხანი ამზადებდით კანონს და დაფინანსების სისტემა არ არსებობს მასში, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად და აქვე დამისახელეთ ევროპაში ქვეყნები, სადაც სკოლას რომ ამთავრებ არ არის გამოცდა სხვადასხვა მოდიფიკაციით, რომლითაც შემდეგ მიდიხარ უნივერსიტეტში.

„ასევე, არსებობს პროგრამა, რომლითაც მაგალითად ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, სომხებს, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ ჩააბარონ ჩვენს უნივერსიტეტებში და მოხვდნენ ე.წ. ქართული ენის პროგრამაზე. ერთი წელი ისწავლონ, დახვეწონ და შემდეგ ჩააბარონ სასურველ ფაკულტეტზე. ამან გააკეთა ის, რომ 2003 წელს იყო სამი აზერბაიჯანელი სტუდენტი ქართულ უნივერსიტეტებში და დღეს არის 4 ათასზე მეტი, მაგრამ პროგრამის დაფინანსება არ გაზრდილა. შარშან მოხდა ის, რომ ბევრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და სომხებმა გადალახეს ბარიერი და შემდეგ იმის გამო, რომ მხოლოდ რამდენიმე სასწავლებელი ჰქონდათ ჩაწერილი, არ მიეცათ საშუალება, რომ  მოხვედრილიყვნენ უმაღლესებში, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ უნივერსიტეტს ჰქონდათ ადგილები და შეეძლოთ მათი მიღება. რესურსცენტრების ბრალი იყო, რომ ამ ახალგაზრდებს ვერ აუხსნეს, რომ შეეძლოთ არა სამი, არამედ ათი უნივერსიტეტი და მეტი მოეხაზათ”, –  განაცხადა სერგო რატიანმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მხოლოდ 5 ათას მასწავლებელს იყენებს სრულყოფილად.

„დღეს გვყავს 25 ათასი სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელთაგან 5 ათასს აქვს სრული დატვირთვა და მათ არა აქვთ შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც ეკუთვნით. ანუ ერთი პრობლემაა რომ ხელფასი არა აქვთ და მეორე რომ ესენი არ არიან ბოლომდე  ჩართული სწავლების პროცესში.  შეიძლება მასწავლებლებს კარიერული ზრდის შესაძლებლობა აქვთ და გვყავს ასეთი  25 ათასი მასწავლებელი, მაგრამ მხოლოდ 5 ათასს ვიყენებთ ბოლომდე. ეს არის სერიოზული პრობლემა.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური