GE

დამხმარე სახელმძღვანელოები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუშაობს მასწავლებელთა დამხმარე მასალებით უზრუნველყოფის მიმართულებით. აღნიშნული მასალებით კი ცენტრი ცდილობს ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

პედაგოგებისთვის შექმნილ დამხმარე სახელმძღვანელოებში ყურადღება გამახვილებულია ისეთ თემებზე, როგორებიცაა საგაკვეთილო პროცესი, შეფასების სიტემა, გამჭოლი კომპეტენციები, პროფესიული უნარები და სხვ. აღნიშნული მასალები კი მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავება და განვითარება ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლებას სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად.

გთავაზობთ სახელმძღვანელოებს პროფესიული განვითარებისთვის:

განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის
პროფესიული უნარები
გამჭოლი კომპეტენციები
შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი, შიდა სასკოლო
ევროპა ჩემს გაკვეთილზე

 

ამავე თემაზე:

დამხმარე მეთოდური ვიდეომასალები საქართველოს სკოლების მასწავლებლებისთვის

დამხმარე სახელმძღვანელოები მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის

edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი