GE

„დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე ასაკის ბავშვთათვის რეფერირების ცენტრი შეიქმნება“ – იუსტიციის მინისტრი

„შეიქმნება დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე ასაკის ბავშვთათვის რეფერირების ცენტრი“, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ ღია სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკუთარი მონახაზები წარმოადგინეს.

„ჩვენ შევძლებთ, რომ პირველად, მას შემდეგ რაც აღვადგინეთ სახელმწიფო დამოუკიდებლობა, იმ ბავშვებს გავცეთ ბავშვის ინტერესზე მორგებული სახელმწიფო პასუხი, ვინც დანაშაულს ჩადის, მაგრამ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არ ეხება. ეს არის 14-წლამდე ასაკის ბავშვები და რაკი ბავშვი არის 2020 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ჩვენი სახელმწიფო შეძლებს, რომ ბავშვზე მორგებული, ქცევის კორექტირებაზე მიმართული პასუხი უზრუნველვყოთ, რომელიც იქნება ჰუმანური, მაგრამ ამავე დროს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური