GE

დაპირისპირების შედეგად თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის 26-ე საჯარო სკოლაში ორ მოზარდ შორის შელაპარაკება მოხდა. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად საკლასო ოთახში, პირველი გაკვეთილის შემდეგ, შესვენებაზე გაუსწორდნენ.

აღნიშნული დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთ მოსწავლეს გარკვეული დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც, საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

“ისინი მეგობრები არიან. არაფერი სერიოზული დაზიანება არ აქვს, ხელი გაარტყაა და ამასთან დაკავშირებით გადაიყვანეს”, – აღნიშნეს სკოლაში.

უცნობია, რა გახდა მოზარდებს შორის შელაპარაკების მიზეზი. თბილისის 26-ე საჯარო სკოლაში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და ის კლინიკიდან გაწერილია.

წყარო: rustavi2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური